გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ დაამტკიცა არასავალდებულო რეზოლუცია, რომელიც ღაზაში სასწრაფოდ ჰუმანიტარული ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდებს
A screen shows the voting results during the meeting of the United Nations General Assembly on ceasefire resolution, amid the ongoing conflict between Israel and the Palestinian Islamist group Hamas, in New York City, U.S., December 12, 2023. REUTERS/Eduardo Munoz
გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ დაამტკიცა არასავალდებულო რეზოლუცია, რომელიც ღაზაში სასწრაფოდ ჰუმანიტარული ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდებს.
რეზოლუციას მხარი 153 წევრმა ქვეყანამ დაუჭირა, ათი წინააღმდეგი იყო, ხოლო 23-მა თავი შეიკავა.
გაერო-ში ისრაელის წარმომადგენელმა, გილად ერდანმა რეზოლუციას „თვალთმაქცური“ უწოდა და განაცხადა, რომ მასში არ არის ნახსენები „ჰამასი“.
„ცეცხლის შეწყვეტა მხოლოდ სარგებელს მოუტანს ტერორისტებს, რომლებიც იპარავენ ჰუმანიტარულ დახმარებას საკუთარი თავისთვის”, – აღნიშნა ერდანმა.
მანამდე, ოქტომბერში გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ რეზოლუციით მოითხოვა „ჰუმანიტარული ზავი“, რომელიც 121 ხმით დამტკიცდა.