გაერო-ს გენერალური მდივნის უმაღლესმა წარმომადგენელმა საქართველოს მუდმივ წარმომადგენლობაში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა
გაერო-ს გენერალური მდივნის უმაღლესმა წარმომადგენელმა საქართველოს მუდმივ წარმომადგენლობაში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა

გაერო-ს გენერალური მდივნის, ანტონიო გუტიერეშის სახელით, 19 მარტს მისი უმაღლესი წარმომადგენელი მიგელ ანხელ მორატინოსი საქართველოს მუდმივ წარმომადგენლობაში იმყოფებოდა.

მიგელ ანხელ მორატინოსმა მუდმივ წარმომადგენლობაში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა.

მიგელ ანხელ მორატინოსმა ხაზი გაუსვა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის გამორჩეულ როლსა და მრავალწლიან ღვაწლს და გულწრფელი სამძიმარი გამოუცხადა ქართველ ერს.