გაერო-ს გენერალური მდივნის პრესსპიკერი - ანტონიუ გუტერეში გამოდის მოწოდებით, ჩატარდეს ნავალნის სიკვდილთან დაკავშირებული გარემოებების სრული, სანდო და გამჭვირვალე გამოძიება
გაერო-ს გენერალური მდივნის პრესსპიკერი - ანტონიუ გუტერეში გამოდის მოწოდებით, ჩატარდეს ნავალნის სიკვდილთან დაკავშირებული გარემოებების სრული, სანდო და გამჭვირვალე გამოძიება

გაერო-ს გენერალური მდივანი ანტონიუ გუტერეში რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის სიკვდილის გამჭვირვალე და სანდო გამოძიებას მოითხოვს. ამის შესახებ განცხადება გაერო-ს გენერალური მდივნის პრესსპიკერმა გააკეთა. სტეფან დუჟარიკის თქმით, ანტონიუ გუტერეში მომხდარის გამო შოკირებულია.

„გენერალური მდივანი შოკირებულია ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის ციხეში სიკვდილის შესახებ გავრცელებული ცნობით. გენერალური მდივანი უსამძიმრებს ნავალნის ოჯახს და გამოდის მოწოდებით, ჩატარდეს ნავალნის სიკვდილთან დაკავშირებული გარემოებების სრული, სანდო და გამჭვირვალე გამოძიება”, – განაცხადა გაერო-ს გენერალური მდივნის პრესსპიკერმა.

რუსეთის სასჯელაღსრულების ფედერალურმა სამსახურმა ალექსეი ნავალნის გარდაცვალების შესახებ გაავრცელა ინფორმაცია. ალექსი ნავალნი 47 წლის იყო. ის 2021 წლის იანვარში დააპატიმრეს. ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ბოლო დროს მკაცრი რეჟიმის კოლონიაში, იამალ-ნენთა ავტონომიურ ოლქში იხდიდა სასჯელს. სოფელი ხარპი, სადაც კოლონიაა განთავსებული, ციმბირის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარეობს.