გაერო-ს გენერალური მდივანი 8 მარტს უკრაინაში ჩავა
გაერო-ს გენერალური მდივანი ანტონიუ გუტერეში 8 მარტს უკრაინაში ჩავა. ომის დაწყების შემდეგ, ეს იქნება გაერო-ს ხელმძღვანელის მესამე ვიზიტი კიევში.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ ანტონიუ გუტერეში უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან გამართავს შეხვედრას. მოლაპარაკებების მთავარი თემა „მარცვლელულის შეთანხმება“ იქნება.
გაერო-ს ხელმძღვანელის რუსეთში ვიზიტი არ იგეგმება.
შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივამ, რომელიც გაერო-სა და თურქეთის მიერ 2022 წლის ივლისში დაიწყო, შესაძლებელი გახდა მარცვლეულის ექსპორტი უკრაინის სამი პორტიდან. შეთანხმება ნოემბერში გაგრძელდა და ვადა 18 მარტს ეწურება, თუ გახანგრძლივებაზე შეთანხმება არ იქნება მიღწეული.
Per Sprecher: UN-Generalsekretär António Guterres ist zum dritten Mal seit Kriegsbeginn auf dem Weg nach Kiew – Mittwoch Gespräch mit Selenskyj über das bald auslaufende Getreideabkommen. Weiterreise nach Russland nicht geplant. @dpa
— Benno Schwinghammer (@einfachmalso) March 7, 2023