გაერო-ს გენერალური ასამბლეის წევრმა ქვეყნებმა ცეცხლის შეწყვეტა და ღაზისთვის დახმარების გაზრდა მოითხოვეს
გაერო-ს გენერალური ასამბლეის წევრმა ქვეყნებმა ცეცხლის შეწყვეტა და ღაზისთვის დახმარების გაზრდა მოითხოვეს

გაერო-ს გენერალური ასამბლეის წევრმა ქვეყნებმა ცეცხლის შეწყვეტა და ღაზისთვის დახმარების გაზრდა მოითხოვეს. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის განცხადებით, ღაზაში მცხოვრები 2,3 მილიონი ადამიანის ორი მესამედი უსახლკაროდ დარჩა.

ნიდერლანდებში გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წარმომადგენელი ამბობს, რომ ღაზაში შესული დახმარება საჭიროების მცირე ნაწილია და აუცილებელია დახმარების დაუყოვნებლივი, მასობრივი ზრდა.

„ღაზაში ჰუმანიტარული ვითარება კატასტროფულია, მართლაც საგანგაშოა. ძირითადი სერვისები თითქმის დაინგრა, წარმოუდგენელი შედეგებია ორ მილიონზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქისთვის. დღემდე ჰუმანიტარული ხელმისაწვდომობა კვლავ სახიფათო, მკაცრად შეზღუდული და არასაიმედოა“, – აცხადებს გაერო-ში ნიდერლანდების წარმომადგენელი.

გაერო-ში ბელგიის წარმომადგენლის თქმით, ჰუმანიტარული ცეცხლის შეწყვეტა ახლა გადამწყვეტი შემდეგი ნაბიჯია: „სად არის საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის პატივისცემა? კიდევ რამდენ სიკვდილსა და ნგრევას შეუძლია, გაუმკლავდეს ადამიანი? კიდევ რამდენი თავდასხმის მომსწრე უნდა გავხდეთ სკოლებზე, საავადმყოფოებზე, ჰუმანიტარულ მუშაკებსა და ა.შ? ღაზაში ტანჯვის დონე აუტანელი და არაადამიანურია“.

ამასთან, გაერო-ს გენერალური ასამბლეის წევრებმა ღაზის სექტორისთვის გადაუდებელი დახმარების ზრდის მნიშვნელობაზეც ისაუბრეს, მათ შორის საკვების, საწვავის, წყლისა და სამედიცინო მარაგის.