გაერო-ს გენერალური ასამბლეის სხდომაზე კენჭს უყრიან რეზოლუციის პროექტს, რომელიც უკრაინაზე რუსეთის თავდასხმას გმობს
გაერო-ს გენერალური ასამბლეის სხდომაზე კენჭს უყრიან რეზოლუციის პროექტს, რომელიც უკრაინაზე რუსეთის თავდასხმას გმობს

გაერო-ს გენერალური ასამბლეის სხდომაზე დღეს კენჭს უყრიან რეზოლუციის პროექტს, რომელიც უკრაინაზე რუსეთის თავდასხმას გმობს. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

გენერალური ასამბლეის რიგგარეშე სესიის მოწვევას მხარი დაუჭირა გაერო-ს უშიშროების საბჭომ. სხდომის დანიშვნას საბჭოს 15 წევრიდან 11-მა დაუჭირა მხარი, რუსეთმა წინააღმდეგ მისცა ხმა. ჩინეთმა, ინდოეთმა და არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა თავი შეიკავეს. მანამდე, რუსეთმა უშიშროების საბჭოში ვეტო დაადო რეზოლუციას, რომელიც მის ქმედებებს გმობდა.

გაერო-ს გენერალური ასამბლეის სესიის დანიშვნის გადაწყვეტილების დაბლოკვის უფლება რუსეთს არ ჰქონდა.

როგორც მოსალოდნელია, უკრაინის მეგობარი ქვეყნების ჯგუფი სესიაზე გაიტანს მსგავს რეზოლუციას, რომელიც რუსეთმა უშიშროების საბჭოში დაბლოკა.