გაერო-ს გენერალური ასამბლეის პრეზიდენტი ანალენა ბერბოკი აშშ-ს მოუწოდებს, ორგანიზაციის წევრობის საფასური სრულად გადაიხადოს
გაერო-ს გენერალური ასამბლეის პრეზიდენტი ანალენა ბერბოკი აშშ-ს მოუწოდებს, ორგანიზაციის წევრობის საფასური სრულად გადაიხადოს.
მისივე თქმით, შეერთებულმა შტატებმა, რომელიც გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მთავარი კონტრიბუტორია, საერთო დავალიანების მხოლოდ 5% გადაიხადა.
ბერბოკის თქმით, ორგანიზაცია გადაუხდელი საფასურის გამო „გარდაუვალი ფინანსური კოლაფსის“ წინაშე დგას.
„ყველა წევრმა სახელმწიფომ სრულად და დროულად უნდა გადაიხადოს თავისი შენატანი და 160 მილიონი დოლარი აშკარად სრული გადასახადი არ არის“, – განაცხადა ანალენა ბარბოკმა ჟენევაში გამართულ პრესკონფერენციაზე.
ამასთან, „როიტერის“ ინფორმაციით, გასულ კვირას გაერო-მ განაცხადა, რომ შეერთებულმა შტატებმა 4 მილიარდი აშშ დოლარის დავალიანებიდან ორგანიზაციას მხოლოდ 160 მილიონი დოლარი გადაუხადა.