გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე ბენიამინ ნეთანიაჰუს სიტყვით გამოსვლისას დელეგატთა ნაწილმა დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვა [ვიდეო]
გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს სიტყვით გამოსვლისას დელეგატთა ნაწილმა დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვა.
ნეთანიაჰუს სიტყვით გამოსვლას დელეგატთა ნაწილი შეძახილებით შეხვდა, ნაწილი კი ისრაელის პრემიერს ტაში დაუკრა.
სესიის თავმჯდომარემ დარბაზში მყოფებს რამდენჯერმე მოუწოდა წესრიგის დაცვისკენ.
როგორც მანამდე, ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისში განაცხადეს, საინფორმაციო ძალისხმევის ფარგლებში, გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე ნეთანიაჰუს გამოსვლა ხმის გამაძლიერებლებით ღაზის საზღვარზე იქნება ჩართული.