გაერო-ს განვითარების პროგრამის რეგიონული დირექტორი ლევან ჟორჟოლიანსა და მთავრობის ადმინისტრაციას თანამშრომლობისთვის მადლობას უხდის
გაერო-ს განვითარების პროგრამის რეგიონული დირექტორი ლევან ჟორჟოლიანსა და მთავრობის ადმინისტრაციას თანამშრომლობისთვის მადლობას უხდის

თქვენი ძლიერი თანახელმძღვანელობით შემუშავებული „გაერო-ს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ახალი ჩარჩოდოკუმენტი“ საფუძვლად დაედება 2026-2030 წლებში საქართველოში ჩვენს პარტნიორობას, – ამის შესახებ გაერო-ს განვითარების პროგრამის რეგიონული დირექტორი გვი იოპ სონი საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსისთვის, ლევან ჟორჟოლიანისთვის გამოგზავნილ წერილში აღნიშნავს.

როგორც წერილშია აღნიშნული, გაერო-ს განვითარების პროგრამა გააგრძელებს მუშაობას, რათა საქართველოს დაეხმაროს ძირითადი საერთაშორისო ვალდებულებებისა და განვითარების პრიორიტეტების მიღწევაში.

„ვაფასებ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში გაერთიანებული ერების ორგანიზაციის საკოორდინაციო სამსახურის რეგიონული დირექტორის რანგში საქართველოში ჩემი ვიზიტისას თქვენთან შეხვედრის შესაძლებლობას. მინდა, მადლობა გადავუხადო მთავრობის ადმინისტრაციას გაერთიანებული ერების ოჯახთან ფასდაუდებელი პარტნიორობისთვის; მადლობას ვუხდი მთავრობის ადმინისტრაციას თანამშრომლობის გაგრძელებისთვის. მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ გაერო-ს განვითარების სისტემა, საქართველოში გაერო-ს მუდმივი კოორდინატორის ხელმძღვანელობით და გაერო-ს განვითარების კოორდინატორის რეგიონული სამსახურის მტკიცე მხარდაჭერით, გააგრძელებს მუშაობას, რათა, საქართველოს მდგრადი განვითარების მიზნების შესაბამისად, დაეხმაროს მას ძირითადი საერთაშორისო ვალდებულებებისა და განვითარების პრიორიტეტების მიღწევაში. თქვენი ძლიერი თანახელმძღვანელობით შემუშავებული „გაერო-ს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ახალი ჩარჩოდოკუმენტი“ საფუძვლად დაედება 2026-2030 წლებში საქართველოში ჩვენს პარტნიორობას ამ მიზნების მისაღწევად“, – აღნიშნულია წერილში.

ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.