გაერო-ს განიარაღების კვლევის ინსტიტუტის დირექტორი აცხადებს, რომ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ბირთვული ომის რისკი ყველაზე მაღალია
გაერო-ს განიარაღების კვლევის ინსტიტუტის დირექტორი აცხადებს, რომ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ბირთვული ომის რისკი ყველაზე მაღალია

გაერო-ს განიარაღების კვლევის ინსტიტუტის დირექტორი რენატა დვანი აცხადებს, რომ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ბირთვული ომის რისკი ყველაზე მაღალია.

რენატა დვანის თქმით, ბირთვული იარაღის მქონე ქვეყნები ბირთვული მოდერნიზაციის პროგრამებს ახორციელებენ და ნაწილობრივ ჩინეთსა და აშშ-ს შორის სტრატეგიული კონკურენციის გამო, შეიარაღების კონტროლის ლანდშაფტი იცვლება.

გაერო-ს უსაფრთხოების ექსპერტმა ასევე აღნიშნა, რომ ახალი ტიპის ომის გამოჩენით, იარაღის კონტროლის ტრადიციული მექანიზმები ინგრევა, რადგან სულ უფრო იზრდება შეიარაღებული ჯგუფების, კერძო სექტორის ძალებისა და ახალი ტექნოლოგიების რაოდენობა, რაც თავდასხმასა და თავდაცვას შორის ხაზს შლის.

რენატა დვანის განცხადებით, ბირთვული იარაღის საფრთხის საშიშროებას მსოფლიო სერიოზულობით უნდა მოეკიდოს.