გაერო-ს ცნობით, ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად ათასამდე ადამიანია დაღუპული, ათიათასობით დაკარგულად ითვლება, ხოლო თითქმის შვიდი მილიონი დაზარალდა
ვენესუელაში მომხდარი ორი ძლიერი მიწისძვრის შედეგად 6,76 მილიონი ადამიანი დაზარალდა, მათ შორის დაახლოებით ორი მილიონი ქვეყნის დედაქალაქ კარაკასში, – ამის შესახებ გაერო-ს განცხადებაშია ნათქვამი.
მათივე ცნობით, დაღუპულია ათასამდე ადამიანი, ათიათასობით დაკარგულად ითვლება.
ორგანიზაციის ინფორმაციით, ეს პროგნოზი ეფუძნება მოსახლეობის შესახებ არსებულ მონაცემებსა და ზიანის შეფასების ანალიზს.
ამასთან, ვენესუელაში სამაშველო ოპერაციებისთვის მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან 1 600-ზე მეტი მაშველი ჩავიდა.
ვენესუელის ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის საკითხებში ვიცე-მინისტრის, ოლივერ ბლანკოს განცხადებით, მაშველები ქვეყანაში 17 ავიარეისით ჩავიდნენ.
„მომდევნო 24 საათის განმავლობაში დამატებით 25 ავიარეისს ველოდებით. ვაფასებთ საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერასა და სოლიდარობას ვენესუელელებისთვის ამ რთულ პერიოდში“, – განაცხადა ბლანკომ.
სამაშველო ოპერაციებში უკვე ჩაერთნენ ჯგუფები მექსიკიდან, შეერთებული შტატებიდან, ელ-სალვადორიდან, შვეიცარიიდან, კოლუმბიიდან და ესპანეთიდან.
მაშველები ნანგრევებში 172 ადამიანს ეძებენ.