გაერო-ს ცნობით, საბერძნეთის სანაპიროებთან მიგრანტების გემის ჩაძირვის შემდეგ, სულ მცირე, 500 ადამიანს დაკარგულად მიიჩნევენ
გაერო-ს ცნობით, საბერძნეთის სანაპიროებთან მიგრანტების გემის ჩაძირვის შემდეგ, სულ მცირე, 500 ადამიანს დაკარგულად მიიჩნევენ

საბერძნეთის სანაპიროებთან მიგრანტების გემის ჩაძირვის შემდეგ, სულ მცირე, 500 ადამიანს დაკარგულად მიიჩნევენ, მათ შორის არიან ქალები და ბავშვები.

„სულ მცირე, 500 ადამიანი დაკარგულად ითვლება ხმელთაშუა ზღვაში გადატვირთული გემის ჩაძირვის შემდეგ“, – ნათქვამია გაერო-ს განცხადებაში.

როგორც მედია წერს, ტრაგიკული შემთხვევისას, სულ მცირე, 78 ადამიანი დაიღუპა.

გავრცელებული ცნობით, როგორც ვარაუდობენ, გემზე დაახლოებით 750 ადამიანი იყო, თუმცა ზუსტი რაოდენობა უცნობია.

შემთხვევის შემდეგ გადარჩენილი ადამიანები საბერძნეთის ცენტრალურ საემიგრაციო ცენტრში გადაიყვანეს.