გაერო-ს ცნობით, რაფაჰიდან ღაზაში 800 000 მოქალაქეა ევაკუირებული
გაერო-ს ცნობით, რაფაჰიდან ღაზაში 800 000 მოქალაქეა ევაკუირებული

გაერო-ს ცნობით, რაფაჰიდან ღაზაში 800 000 მოქალაქეა ევაკუირებული.

როგორც გაერო-ში აცხადებენ, ისრაელის სამხედრო ოპერაციის ფონზე, ღაზის სამხრეთ ნაწილში 800 000 პალესტინელი იძულებული გახდა, რაფაჰიდან გაქცეულიყო.

„800 000 ადამიანი გზაშია და იძულებული გახდა, გაქცეულიყო მას შემდეგ, რაც ისრაელის ჯარებმა 6 მაისს რეგიონში სამხედრო ოპერაცია დაიწყეს. ყოველ ჯერზე ისინი იძულებული არიან, დატოვონ რამდენიმე ნივთი, რაც მათ აქვთ: ლეიბები, კარვები, სამზარეულოს ჭურჭელი და ძირითადი მარაგი, რომელსაც ვერ ატარებენ ან ვერ გადაიხდიან მათი ტრანსპორტირების საფასურს. ყოველ ჯერზე მათ უნდა დაიწყონ ნულიდან, თავიდან“, – განაცხადა გაერო-ს პალესტინელ ლტოლვილთა სააგენტოს ხელმძღვანელმა, ფილიპე ლაზარინიმ.

მისივე თქმით, ხალხი გარბის ისეთ ადგილებში, სადაც არ არის წყალმომარაგება ან ადეკვატური სანიტარული პირობები.