გაერო-ს ახალი ანგარიშის მიხედვით, პანდემიის გამო, მსოფლიოს 47 ქვეყანა უკიდურეს სიღატაკეში აღმოჩნდება
გაერო-ს ახალი ანგარიშის მიხედვით, პანდემიის გამო, მსოფლიოს 47 ქვეყანა უკიდურეს სიღატაკეში აღმოჩნდება

გაერო-ს ახალი ანგარიშის მიხედვით, პანდემიის გამო, მსოფლიოს უღარიბესი ქვეყნები უკიდურეს სიღატაკეში აღმოჩნდებიან.

ექსპერტები ვითარების გაუარესებას 47 ქვეყანაში პროგნოზირებენ, სადაც 32 მილიონ ადამიანს უკიდურესი სიღატაკე ელის.

როგორც ანგარიშიდან ირკვევა, მიუხედავად იმისა, რომ ნაკლებად განვითარებული ქვეყნები პანდემიით მოსალოდნელზე ნაკლებად დაზარალდნენ, ამ ქვეყნებში 2020 წელი, ბოლო 30 წლის განმავლობაში, ეკონომიკურად ყველაზე რთული აღმოჩნდა.

წლიური ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი პროგნოზირებული 5 პროცენტიდან 0.4 პროცენტამდე შემცირდა.

დატოვე კომენტარი