გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისი - ვგმობთ ჟურნალისტებსა და „თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორებზე მუქარას, თავდასხმას, დამნაშავეებმა პასუხი უნდა აგონ
გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისი - ვგმობთ ჟურნალისტებსა და „თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორებზე მუქარას, თავდასხმას, დამნაშავეებმა პასუხი უნდა აგონ

გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისი თბილისში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება.

„ჩვენ ვგმობთ 2021 წლის „თბილისი პრაიდზე“ ჟურნალისტებსა და ორგანიზატორებზე განხორციელებულ მუქარას და თავდასხმას. მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, დაიცვან მშვიდობიან შეკრებაში მონაწილეები და გამოიძიონ ლგბტი პირების წინააღმდეგ მიმართული ძალადობრივი და დისკრიმინაციული ქმედებები. დამნაშავეებმა პასუხი უნდა აგონ“, – წერია გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის „ტვიტერის“ გვერდზე.

რუსთაველის გამზირსა და მიმდებარე ტერიტორიებზე „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეებმა ჟურნალისტებისა და ოპერატორების მიმართ აგრესიული ქმედებები განახორციელეს, რის შედეგადაც დაშავდნენ სხვადასხვა მედიასაშუალების წარმომადგენლები, მათ შორის საზოგადოებრივი მაუწყებლის ოპერატორი ილია თვალიაშვილი.