გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარი რუსეთს ალექსეი ნავალნის მოწამვლის საქმის გამოძიებისკენ მოუწოდებს
გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარი რუსეთს ალექსეი ნავალნის მოწამვლის საქმის გამოძიებისკენ მოუწოდებს

გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარი მიშელ ბაჩელეტი რუსეთს მოუწოდებს, რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის მოწამვლა გამოიძიოს ან დამოუკიდებელ გამოძიებასთან ითანამშრომლოს.

„ბოლო ორი ათეული წლის განმავლობაში რუსეთის ტერიტორიაზე, ან მის ფარგლებს გარეთ რუსეთის მოქმედი ან ყოფილი მოქალაქეების მოწამვლისა და მკვლელობის მცდელობის სხვა ფორმების რაოდენობა უკიდურეს შეშფოთებას იწვევს“, – ნათქვამია გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის განცხადებაში.

როგორც მიშელ ბაჩელეტის პრესმდივანმა ჟენევაში გამართულ ბრიფინგზე განახადა, წინა შემთხვევების შეუსაბამო სამართლებრივმა პროცესებმა რუსეთში თითქმის სრული დაუსჯელობა გამოიწვია.

2 სექტემბერს გერმანიის მთავრობამ დაადასტურა, რომ რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი „ნოვიჩოკის“ ჯგუფის ნერვულ-პარალიტიკური ნივთიერებით მოწამლეს. სწორედ ეს ნივთიერება იქნა გამოყენებული 2018 წელს ინგლისის ქალაქ სოლსბერიში რუსეთის დაზვერვის ყოფილი ოფიცრის, სერგეი სკრიპალის მოწამვლისას.