გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭო ბელარუსის საკითხზე დებატებს გამართავს
გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭო ბელარუსის საკითხზე დებატებს გამართავს

გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭო ბელარუსის საკითხზე დებატებს გამართავს. საკითხის განხილვის ინიციატივა გაერო-ს ევროკავშირმა წარუდგინა.

როგორც გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესმა კომისარმა, მიშელ ბაშელემ განაცხადა, „ანგარიშები ჯერ კიდევ მიუთითებს არასაჭირო და გადამეტებული ძალის გამოყენების ფაქტებზე ხელისუფლების მიერ“.

ბაშელემ ასევე აღნიშნა, რომ ბელარუსის ხელისუფლებას ჯერ კიდევ არ გადაუდგამს არავითარი ნაბიჯი ამ დარღვევებზე პასუხისმგებლობის აღების მხრივ.

ბელარუსში საპროტესტო აქციები 9 აგვისტოს შემდეგ მიმდინარეობს. დემონსტრანტები საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ, რომლის თანახმად ქვეყნის პრეზიდენტი მეექვსე ვადით კვლავ ალექსანდრ ლუკაშენკო გახდა.