გაერო-ს ადამიანის უფლებათა მონიტორინგის მისია – 2026 წლის ივლისში რუსეთის მიერ უკრაინაში მოკლული მშვიდობიანი მოსახლეობის რაოდენობამ 2022 წლის გაზაფხულის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულს მიაღწია
2026 წლის ივლისში რუსეთის მიერ უკრაინაში მოკლული მშვიდობიანი მოსახლეობის რაოდენობამ 2022 წლის გაზაფხულის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულს მიაღწია. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია გაერო-ს ადამიანის უფლებათა მონიტორინგის მისიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
როგორც გაერო-ს ანგარიშშია ნათქვამი, 2026 წლის ივლისში უკრაინაში, სულ მცირე, 437 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, 2 610 პირი კი დაშავდა. ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ წინა თვესთან შედარებით მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლის რაოდენობა – 30%-ით, ხოლო 2025 წლის ივლისთან შედარებით 70%-ით გაიზარდა.
მათივე ცნობით, მოკლული და დაშავებული ბავშვების რაოდენობამ ასევე 2022 წლის აპრილიდან მოყოლებული ყველაზე მაღალ ნიშნულს მიაღწია. 2026 წლის ივლისში უკრაინაში 17 ბავშვი დაიღუპა და კიდევ 166 დაშავდა.
უკრაინული მედია წერს, რომ შორი დისტანციის იარაღით დარტყმები სიკვდილიანობისა და დაზიანებების მთავარ მიზეზად რჩება, რაც მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლის 38%-ს შეადგენს. მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლის უმეტესობა ფრონტის ხაზიდან შორს მდებარე ქალაქებში მოხდა.
გაერო-ს მონაცემებით, სიკვდილიანობისა და დაშავების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი კიევის, ხერსონის, ზაპოროჟიესა და სუმის რეგიონებში დაფიქსირდა.
ცნობისთვის, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ ყველა მეტი მშვიდობიანი მოქალაქე 2022 წლის მარტში დაღუპა. რუსეთის იერიშებს, სულ მცირე, 4 313 სამოქალაქო პირი ემსხვერპლა.