გაერო-მ ლიბიის დედაქალაქში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ განაცხადა
გაერო-მ ლიბიის დედაქალაქში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ განაცხადა

გაერო-მ ლიბიის დედაქალაქ ტრიპოლიში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ განაცხადა. მებრძოლ დაჯგუფებებს შორის ცეცხლის შეწყვეტა გაერო-ს მხარდაჭერის მისიის შუამდგომლობით მოხერხდა.

შეთანხმების თანახმად, უნდა შეწყდეს ძალადობა, უნდა დაიცვან მშვიდობიანი მოსახლეობა და დაცული უნდა იყოს კერძო და სახელმწიფო საკუთრება.

შეიარაღებული დაპირისპირების გამო 2 სექტემბერს ტრიპოლისა და მის გარეუბნებში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

ლიბიის დედაქალაქში ბრძოლები 26 აგვისტოს დაიწყო და დაპირისპირებას 50-მდე ადამიანი ემსხვერპლა.