გაერო-მ ავღანეთში მისია ექვსი თვით გაახანგრძლივა
გაერო-მ ავღანეთში მისია ექვსი თვით გაახანგრძლივა

გაერო-მ ავღანეთში საკუთარი მისია ექვსი თვით გაახანგრძლივა. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

გაერო-ს უშიშროების საბჭოს გადაწყვეტილებით, ავღანეთში პოლიტიკური მისია, რომელსაც ვადა 17 სექტემბერს ამოეწურა, ექვსი თვით გახანგრძლივდა, რათა გენერალურმა მდივანმა შეიმუშაოს, თუ რა ცვლილებების დაგეგმვაა შესაძლებელი თალიბების მიერ ქვეყანაზე კონტროლის დამყარების შემდეგ.

ერთხმად მიღებულ გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ საბჭოს 15 წევრი ხაზს უსვამს ინკლუზიური და წარმომადგენლობითი მთავრობის ჩამოყალიბების და ქალთა, ბავშვთა და უმცირესობათა უფლებების დაცვის აუცილებლობას.

უშიშროების საბჭომ გენერალურ მდივანს ავღანეთის საკითხთან დაკავშირებით მოხსენების მომზადება 2022 წლის 31 იანვრისთვის სთხოვა.