გაერო-მ ადამიანის უფლებათა საბჭოში რუსეთი ჩეხეთით ჩაანაცვლა
გაერო-მ ადამიანის უფლებათა საბჭოში რუსეთი ჩეხეთით ჩაანაცვლა

გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ ადამიანის უფლებათა საბჭოში რუსეთი ჩეხეთით ჩაანაცვლა.

ინფორმაციას „ასოშიეთიდ პრესი“ ავრცელებს. გადაწყვეტილებას 157-მა წევრმა დაუჭირა მხარი, 23-მა თავი შეიკავა.

ჩეხეთი ერთადერთი კანდიდატი იყო, რომელიც რუსეთის შემცვლელად დასახელდა.

შეგახსენებთ, 7 აპრილს, 93 ხმით 24-ის წინააღმდეგ გაერო-მ ადამიანის უფლებათა საბჭოში რუსეთის მუშაობის შეჩერებას მხარი დაუჭირა.