გაერო - კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში ორი მილიონი ბავშვი შიმშილობს
გაერო - კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში ორი მილიონი ბავშვი შიმშილობს

გაერო-ს ბავშვთა ფონდმა ახალი სტატისტიკა გამოაქვეყნა, რომლის თანახმად, კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში ორი მილიონი ბავშვი შიმშილის ზღვარზეა.

პოლიტიკური კრიზისისა და ეთნიკურ ნიადაგზე შეიარაღებული დაპირისპირების ფონზე, კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში უმძიმესი ჰუმანიტარული კრიზისი მძვინვარებს.

ეთნიკურ ნიადაგზე მომხდარი შეტაკებების შედეგად, კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში 2016 წელს 400-მდე სოფელი განადგურდა. გაერო-ს ინფორმაციით, დღეს აღნიშნულ ქვეყანაში 3 მილიონ 900 ათასი იძულებით გადაადგილებული პირია, 600 ათასი კი ლტოვილი მეზობელი სახელმწიფოებიდან.

დღეს მსოფლიო მასშტაბით ყოველ წელიწადს 9 მილიონამდე ადამიანი შიმშილით იღუპება, მათ შორის 3 მილიონი მცირეწლოვანი ბავშვი ან მოზარდია.