გაერო ისრაელსა და ღაზას შორის კერემ შალომის გამშვები პუნქტის გახსნას ითხოვს ჰუმანიტარული ტვირთების შესატანად
გაერო ისრაელსა და ღაზას შორის კერემ შალომის გამშვები პუნქტის გახსნას ითხოვს ჰუმანიტარული ტვირთების შესატანად

გაერო ისრაელსა და ღაზას შორის კერემ შალომის გამშვები პუნქტის გახსნას ითხოვს ჰუმანიტარული ტვირთების შესატანად. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს. როგორც გაერო-ს წარმომადგენელმა განაცხადა, ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების შესატანად ერთზე მეტი სასაზღვრო-გამშვები პუნქტია საჭირო, ხოლო ისრაელის მიერ კონტროლირებადი კერემ შალომი არის ერთადერთი გადასასვლელი, რომელიც აღჭურვილია სატვირთო მანქანების გასატარებლად.

გასული კვირიდან ჰუმანიტარული დახმარებით დატვირთული მანქანები ღაზაში მხოლოდ ეგვიპტიდან, რაფაჰის გამშვები პუნქტიდან შედიან. გაერო-ში აცხადებენ, რომ ეს არასაკმარისია ღაზის მოსახლეობის საჭიროებების მასშტაბიდან გამომდინარე.

„ჩვენ თუ სიტუაციის შეცვლა გვინდა, აუცილებელია, გვქონდეს ღაზაში ერთზე მეტი გადასასვლელი პუნქტი – ისრაელსა და ღაზას შორის კერემ შალომი ერთადერთი გადასასვლელია, რომელიც აღჭურვილია იმგვარად, რომ სწრაფად დაამუშაოს სატვირთო მანქანების მნიშვნელოვნად დიდი რაოდენობა“, – განაცხადა უშიშროების საბჭოს სხდომაზე გაერო-ს წარმომადგენელმა, ლიზა დაუთენმა, რომელიც საბჭოზე ჰუმანიტარულ საკითხებში გაერო-ს გენერალური მდივნის მოადგილის, მარტინ გრიფიტსს წარმოადგენდა.