გაერო - ისრაელის თავდაცვის ძალები ღაზის ჩრდილოეთით მყოფ მილიონ პალესტინელს 24 საათის განმავლობაში ევაკუაციისკენ მოუწოდებენ
გაერო - ისრაელის თავდაცვის ძალები ღაზის ჩრდილოეთით მყოფ მილიონ პალესტინელს 24 საათის განმავლობაში ევაკუაციისკენ მოუწოდებენ

ისრაელის თავდაცვის ძალებმა შეატყობინეს გაერო-ს, რომ 24 საათის განმავლობაში ღაზის ჩრდილოეთით მყოფი მთელი პალესტინელი მოსახლეობის ევაკუაცია სამხრეთ ღაზაში უნდა მოხდეს, – ამბობს გაერო-ს გენერალური მდივნის სპიკერი სტეფან დუჟარიკი.

მისივე ინფორმაციით, შეტყობინებაში აღნიშნულია, რომ ისრაელის თავდაცვის ძალები შეიძლება, ემზადებოდნენ სახმელეთო შეჭრისთვის.

გაფრთხილება ეხებოდა გაერო-ს თანამშრომლებსა და იმ ტერიტორიებზე განლაგებულ გაერო-ს დაწესებულებებში თავშეფარებულებს.

„გაერთიანებული ერების ორგანიზაცია შეუძლებლად მიიჩნევს, რომ ასეთი მოძრაობა განხორციელდეს დამანგრეველი ჰუმანიტარული შედეგების გარეშე“, – აღნიშნა დუჟარიკმა.