გაერო - იემენში საერთაშორისო კოალიციის ავიაიერიშებს 109 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა
გაერო - იემენში საერთაშორისო კოალიციის ავიაიერიშებს 109 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა

ბოლო 10 დღის განმავლობაში იემენში, საუდის არაბეთის მეთაურობით მოქმედი საერთაშორისო კოალიციის ავიაიერიშებს 109 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა.

გაერო-ს ინფორმაციით, ავიაიერიშების დროს 54 ადამიანი ხალხმრავალ ბაზარში დაიღუპა, ერთი ოჯახის 14 წევრი კი ფერმის დაბომბვისას მოკლეს.

„ამ ინციდენტებმა დაადასტურა სრული უგულვებელყოფა ადამიანის სიცოცხლის მიმართ, რომელსაც იჩენს კონფლიქტის ყველა მხარე, მათ შორის საუდის არაბეთის მეთაურობით მოქმედი კოალიცია. ამ აბსურდული ომის შედეგი ქვეყნის განადგურება და მისი მოსახლეობის უმაგალითო ტანჯვაა“, – აღნიშნა გაერო-ს კოორდინატორმა, ჯეიმი მაკგოლდრიკმა.

გაერო-ში ამბობენ, რომ საერთაშორისო სამართლის თანახმად, მეომარმა მხარეებმა მოქალქეები და სამოქალაქო ინფორმაცია უნდა დაიცვან.