გაერო ერაყში ძალადობის შეწყვეტას ითხოვს
გაერო ერაყში ძალადობის შეწყვეტას ითხოვს

გაერო ერაყში ძალადობის შეწყვეტას ითხოვს. ამის შესახებ განცხადება ერაყში ნატო-ს მისიის ხელმძღვანლემა გააკეთა.

​ერაყში ანტისამთავრობო აქციების დროს დაღუპულთა რიცხვი 100 აღწევს. გაერო-ს მისიაში აცხადებენ, რომ მშვიდობიანი აქტივისტების წინააღმდეგ გაუმართლებელი ძალის გამოყენება უნდა შეწყდეს, ხოლო ადამიანების მკვლელობაში დამნაშავეები უნდა დაისაჯონ.

შეგახსენებთ, რომ ბაღდადსა და ერაყის სამხრეთ ნაწილში მდებარე ქალაქებში არეულობა უკვე ხუთი დღეა არ წყდება. ერაყის უსაფრთხოების ძალებმა კორუფციისა და უმუშევრობის გასაპროტესტებლად ქუჩებში გამოსული მომიტინგეების წინააღმდეგ რამდენჯერმე გამოიყენეს ცეცხლსასროლი იარაღიც.

აქციებზე შეტაკებების დროს დაშავებულთა რიცხვი 4 000-ს აღწევს. არეულობის გამო ერაყის რამდენიმე ქალაქში კომენდანტის საათი მოქმედებს. გათიშულია ინტერნეტიც.