გაერო - აშშ-მა უნდა მოუსმინოს წუხილს, რომელმაც მთელი ქვეყნის მასშტაბით იფეთქა
გაერო - აშშ-მა უნდა მოუსმინოს წუხილს, რომელმაც მთელი ქვეყნის მასშტაბით იფეთქა

გაერო აშშ-ში მიმდინარე საპროტესტო აქციებს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ აშშ-მა უნდა მოუსმინოს იმ წუხილს, რომელმაც მთელი ქვეყნის მასშტაბით იფეთქა. გაერო-ს ადამიანთა უფლებების უზენაესი კომისარი, მიშელ ბაშელე აცხადებს, რომ ის გმობს აშშ-ის სამართალდამცავების მხრიდან გადამეტებული და არაპროპორციული ძალის გამოყენებას.

„უნდა მოვუსმინოთ ხმებს, რომლებიც აფროამერიკელების მკვლელობების დასრულებას ითხოვენ. ხმები, რომლებიც პოლიციის მხრიდან ძალადობის დასრულებას ითხოვენ. ხმებმა, რომლებმაც აშშ-ში იფეთქეს და ენდემური და სტრუქტურული რასიზმის დასრულებას ითხოვენ“,- განაცხადა ბაშელემ.

კომისარმა ასევე განაცხადა, რომ ქვეყნის ლიდერებმა რასიზმი უპირობოდ უნდა დაგმონ და შეეცადონ იმის გაგებას, თუ რამ მიიყვანა მოსახლეობა ამ მდგომარეობამდე. ბაშელემ ასევე მიმართა აქციის მონაწილეებს და განაცხადა, რომ ძარცვა და დესტრუქციული ქმედებები პოლიციის მხრიდან ძალადობისა და დისკრიმინაციის პრობლემებს ვერ დაასრულებს. ბაშელემ მათ მოუწოდა, სამართლიანობა მშვიდობიანი გზით მოითხოვონ.