გაერო ამერიკელი სამხედროებისა და მათი მოკავშირეების გასვლის შემდეგაც გააგრძელებს ავღანეთში ჰუმანიტარულ ოპერაციებს
გაერო ამერიკელი სამხედროებისა და მათი მოკავშირეების გასვლის შემდეგაც გააგრძელებს ავღანეთში ჰუმანიტარულ ოპერაციებს

ამერიკელი სამხედროებისა და მათი მოკავშირეების გასვლის შემდეგაც გაერო ავღანეთში ჰუმანიტარულ ოპერაციებს გააგრძელებს.

აღნიშნულის შესახებ საერთაშორისო ორგანიზაციის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, სტეფან დუჟარიკმა განაცხადა.

„ავღანეთში საერთაშორისო ძალების შემცირების მიუხედავად, გაერო ვალდებულია დარჩეს ამ ქვეყანაში. სამედიცინო და ჰუმანიტარული საქონლის მიწოდების ოპერაციები გაგრძელდება, მაგრამ მეტი რესურსია საჭირო“, – აღნიშნა დუჟარიკმა.

მისი თქმით, გაერო ახლაც აგრძელებს ჰუმანიტარული ოპერაციების მხარდაჭერას ავღანეთის უმეტეს ნაწილში.