გაერო აცხადებს, რომ ალექსეი ნავალნის გარდაცვალების ფაქტი დამოუკიდებელმა ორგანომ უნდა გამოიძიოს
გაერო აცხადებს, რომ ალექსეი ნავალნის გარდაცვალების ფაქტი დამოუკიდებელმა ორგანომ უნდა გამოიძიოს

გაერო აცხადებს, რომ ალექსეი ნავალნის გარდაცვალების ფაქტი დამოუკიდებელმა ორგანომ უნდა გამოიძიოს. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

ჟენევაში გავრცელებულ განცხადებაში გაერო-ს ოფისმა განაცხადა, რომ არაერთხელ გამოთქვა შეშფოთება ნავალნის დაპატიმრების გამო.

გაერო-ს ადამიანის უფლებათა დაცვის უფროსმა, ვოლკერ ტურკმა საჯაროდ მოითხოვა მისი გათავისუფლება გასულ ზაფხულს და თქვა, რომ მისი ხანგრძლივი სასჯელის ვადა მიუთითებს, რომ რუსეთი სასამართლო სისტემას პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს.

„თუ ვინმე სახელმწიფოს პატიმრობაში იღუპება, არსებობს ვარაუდი, რომ სახელმწიფოა ამაზე პასუხისმგებელი“, – აღნიშნულია გაერო-ს განცხადებაში.

ალექსეი ნავალნი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გარდაიცვალა. რუსული მედიის ინფორმაციით, ნომერ მე-3 კოლონიაში გარეთ სეირნობის დროს ნავალნიმ თავი შეუძლოდ იგრძნო და გონება დაკარგა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა ალექსეი ნავალნის დაღუპვა დაადასტურა.