გადაყვანილი მგზავრების რაოდენობის მიხედვით, ავიაკომპანიები „ვიზ ეარი“, „ჯორჯიან ეარვეისი“ და „თურქიშ ეარლაინსი“ ლიდერობენ 
გადაყვანილი მგზავრების რაოდენობის მიხედვით, ავიაკომპანიები „ვიზ ეარი“, „ჯორჯიან ეარვეისი“ და „თურქიშ ეარლაინსი“ ლიდერობენ 

საქართველოს საავიაციო ბაზარზე მოქმედი ავიაკომპანიების პროცენტულ წილების მიხედვით, 2019 წლის ექვსი თვის მონაცემებით „ვიზ ეარი“ (Wizz Air) ლიდერობს.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია ბაზრის 14 პროცენტიან წილს ფლობს – 348 850 მგზავრი.

მეორე ადგილზე იმყოფება ქართული ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისი“ (Georgian Airways) 11 პროცენტით (260 774 მგზავრი), ხოლო „თურქიშ ეარლაინსი“ (Turkish Airlines) გადაყვანილი მგზავრების მიხედვით მესამე ადგილზეა 10 პროცენტით (255 066 მგზავრი).

უწყების ცნობით, რეგულარული და მრავალჯერადი ჩარტერული რეისებით გადაყვანილი მგზავრების რაოდენობის/პროცენტული წილის მიხედვით პირველი ხუთეულია:

ავიაკომპანია Wizz Air – 348 850 მგზავრი 14 პროცენტი;
ავიაკომპანია Georgian Airways – 260 774 მგზავრი 11 პროცენტი;
ავიაკომპანია Turkish Airlines – 255 066 მგზავრი 10 პროცენტი;
ავიაკომპანია Ural Airlines – 180 041 მგზავრი 7 პროცენტი;
ავიაკომპანია Pobeda Airlines” – 175 474 მგზავრი 7 პროცენტი;

პროცენტული თანაფარდობა ქართულ და უცხოურ ავიაკომპანიებს შორის შემდეგია: 12 პროცენტი ქართული ავიაკომპანიები (290 221 მგზავრი) და 88 პროცენტია უცხოური ავიაკომპანიები (2 159 047 მგზავრი). ჯამურად რეგულარული და მრავალჯერადი ჩარტერული რეისების შედეგად ექვს თვეში გადაყვანილია 2 449 268 მგზავრი.

2019 წლის პირველი ექვსი თვის განმავლობაში, საქართველოს აეროპორტები სულ (ერთჯერადი ჩარტერების ჩათვლით) 2 489 823 მგზავრს მოემსახურა. 2018 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მგზავრთნაკადი 18.24 პროცენტით – 384 131 მგზავრით არის გაზრდილი.