გადაყვანილი მგზავრების მიხედვით, საავიაციო ბაზარზე „ვიზეარი“ ლიდერობს
საქართველოს საავიაციო ბაზარზე მოქმედი ავიაკომპანიების პროცენტული წილების მიხედვით, 2019 წლის 9 თვის მონაცემებით კვლავ „ვიზეარი“ (Wizz Air) ლიდერობს. დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია ბაზრის 15-პროცენტიან წილს ფლობს. 11-პროცენტიანი წილობრივი მაჩვენებლებით მეორე და მესამე ადგილზე Turkish Airlines-ი და Georgian Airways-ი არიან.
რეგულარული და მრავალჯერადი ჩარტერული რეისებით გადაყვანილი მგზავრების რაოდენობის/პროცენტული წილის მიხედვით პირველი ათეული ასეთია: ავიაკომპანია Wizz Air – 592 988 მგზავრი 15%; ავიაკომპანია Turkish Airlines – 443 932 მგზავრი 11%; ავიაკომპანია Georgian Airways – 435 208 მგზავრი 11%; ავიაკომპანია Ural Airlines – 190 341 მგზავრი 5%; ავიაკომპანია Pobeda Airlines – 180 684 მგზავრი 4%; ავიაკომპანია Ukraine International Airlines (UIA) – 168 672 მგზავრი 4%; ავიაკომპანია Fly Dubai – 166 259 მგზავრი 4%; ავიაკომპანია Pegasus – 135 494 მგზავრი 3%; ავიაკომპანია Air Arabia – 107 535 მგზავრი 3%; ავიაკომპანია SkyUp Airlines – 115 070 მგზავრი 3%.
პროცენტული თანაფარდობა ქართულ და უცხოურ ავიაკომპანიებს შორის შემდეგია – 12% ქართული ავიაკომპანიები (488 317 მგზავრი) და 88% უცხოური ავიაკომპანიები (3 569 002 მგზავრი). რეგულარული და მრავალჯერადი ჩარტერული რეისების შედეგად, 2019 წლის ცხრა თვეში გადაყვანილია 4 057 319 მგზავრი. ერთჯერადი ჩარტერების ჩათვლით, საქართველოს აეროპორტები სულ 4 139 955 მგზავრს მოემსახურა.
2019 წლის 6 თვის, ასევე ავიაკომპანიების გასული წლების წილობრივი თანაფარდობის შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ ვებგვერდზე.