გადაუღებელმა წვიმამ ბათუმში პრობლემები შექმნა
გადაუღებელმა წვიმამ ბათუმში პრობლემები შექმნა

ორსაათიანმა გადაუღებელმა წვიმამ ბათუმში პრობლემები შექმნა.

როგორც პირველი არხის ჟურნალისტი ადგილიდან იტყობინება, მოძრაობა შეფერხებულია ბაგრატიონის ქუჩაზე. ასევე, დაიტბორა დემეტრე თავდადებულის, ჭავჭავაძისა და დავით აღმაშენებლის ქუჩები.

კომპანია ბათუმის წყალში აცხადებენ, რომ მათი სპეციალისტები ოთხ ლოკაციაზე გამოიძახეს, სადაც გასულია ჯგუფები და მიმდინარეობს წყლის ამოტუმბვის სამუშაოები.

დატოვე კომენტარი