გადაუღებელი წვიმის შედეგად ადიდებულმა მდინარე ფრონემ დვანში ეზოები და სარდაფები დატბორა
გადაუღებელი წვიმის შედეგად ადიდებულმა მდინარე ფრონემ დვანში ეზოები და სარდაფები დატბორა

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დვანში ორდღიანი გადაუღებელი წვიმის შედეგად, მდინარე ფრონე ადიდდა. ადიდებულმა მდინარემ სოფლის ძველი ხიდი წაიღო.

მდინარის კალაპოტიდან გადმოსულმა წყალმა ათამდე საცხოვრებელი სახლის ეზოები და სარდაფები დატბორა. დატბორილია პირუტყვის სადგომებიც. სტიქიასთან ბრძოლას ადგილობრივები საკუთარი ძალებით ცდილობენ.

ამოტუმბვითი სამუშაოები ადგილზე მას შემდეგ დაიწყება, რაც წყლის დონე დაიწევს.

ადგილზე არსებულ ვითარებას შიდა ქართლის გუბერნატორი გაეცნო.

დატოვე კომენტარი