გადაუდებელი დახმარების ცენტრი მედიას კორონავირუსის საკითხზე მუშაობისას უწყების პრესსამსახურთან კომუნიკაციას სთხოვს
გადაუდებელი დახმარების ცენტრი მედიას კორონავირუსის საკითხზე მუშაობისას უწყების პრესსამსახურთან კომუნიკაციას სთხოვს

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი მედიასაშუალებებს კორონავირუსის საკითხის გაშუქებისას უწყების პრესსამსახურთან აქტიურ კომუნიკაციას სთხოვს. ამის შესახებ უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში არის აღნიშნული.

„საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი მედიის წარმომადგენლებს ახალი კორონავირუსის საკითხის გაშუქებისას, მათივე უსაფრთხოების დაცვის მიზნით, უწყების პრესსამსახურთან აქტიურ კომუნიკაციას სთხოვს.

მნიშვნელოვანია, მედიის წარმომადგენლებმა მიიღონ ინფორმაცია, თუ რა დროს, სად, რა მანძილის დაცვით და უსაფრთხოების რა კონკრეტული ნორმების გათვალისწინებით უნდა იმუშაონ კორონავირუსთან დაკავშირებული საკითხის თითოეული შემთხვევის დროს.

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი ასევე მოუწოდებს საზოგადოებას, გაეცნოს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ გაცემულ რეკომენდაციებს, ისევე როგორც ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მითითებებს, რათა მოსახლეობას ჰქონდეს სრული მზადყოფნა შესაძლო შემთხვევის დაფიქსირების შემთხვევაში პირადი უსაფრთხოების ნორმების დაცვის შესახებ“, – აცხადებენ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრში.

ამასთან, უწყება ავრცელებს ბმულებს, რომელზეც დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ:

ncdc.ge

ncdc.ge