გადასახადის გადამხდელებს  3-28 ივნისს 32 ლოკაციაზე შემოსავლების სამსახურის მოძრავი სერვისცენტრი მოემსახურება
გადასახადის გადამხდელებს 3-28 ივნისს 32 ლოკაციაზე შემოსავლების სამსახურის მოძრავი სერვისცენტრი მოემსახურება

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მოძრავი სერვისცენტრი (RS CAR) 3-28 ივნისს, გადასახადის გადამხდელებს 32 ლოკაციაზე, იმ რეგიონებში მოემსახურება, სადაც შემოსავლების სამსახურის სერვისცენტრები არ არის განთავსებული.

უწყების ინფორმაციით, სპეციალური მიკროავტობუსი (RS CAR) აღჭურვილია შემოსავლების სამსახურის სერვისცენტრებში არსებული ტექნიკური საშუალებებით.

შესაბამისად, გადამხდელებს შესაძლებლობა აქვთ, მათთვის ხელსაყრელ დროსა და სივრცეში, დასახლებული პუნქტიდან გაუსვლელად, დროულად მიიღონ სასურველი მომსახურება.

შემოსავლების სამსახური რეგიონებსა და კონკრეტულ მისამართებს, სადაც მოძრავი სერვისცენტრები (RS CAR) განთავსდებიან, საკუთარ ვებგვერდზე აქვეყნებს.

დატოვე კომენტარი