გადახდისუუნარობის სფეროს მომწესრიგებელი ახალი კანონპროექტი პარლამენტსა და მთავრობას ახლო მომავალში წარედგინება
გადახდისუუნარობის სფეროს მომწესრიგებელი ახალი კანონპროექტი პარლამენტსა და მთავრობას ახლო მომავალში წარედგინება

საქართველოს მთავრობა გადახდისუუნარობის სფეროს მომწესრიგებელ ახალ კანონზე მუშაობას ასრულებს.

პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის პირველ წლიურ მოხსენებაში აღნიშნულია, რომ კანონპროექტით მეტი სტიმული გაჩნდება საწარმოების რეაბილიტაციისთვის, მეტი გარანტიები შეიქმნება ერთი მხრივ, კრედიტორებითვის, მეორე მხრივ კი, მოვალეთა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების უზრუნველსაყოფად.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საკანონმდებლო პაკეტი უახლოეს მომავალში პარლამენტსა და მთავრობას წარედგინება.

„ახალმა კანონმა მიმართულება უნდა შეუცვალოს არსებულ პრაქტიკას, რომლის პირობებშიც გადახდისუუნარობის საქმეთა დიდი ნაწილი გაკოტრებით სრულდება. კანონპროექტთან დაკავშირებით განხორციელდა რეგულირების ზეგავლენის შეფასება, რომლის ფარგლებშიც განხილულ იქნა რეგულირების რამდენიმე შესაძლო მოდელი, ხოლო კანონპროექტი კიდევ ერთხელ გაანალიზდა შეფასების ძირითადი მიგნებების ჭრილში“, – აღნიშნულია პრემიერ-მინისტრის მოხსენებაში.