გადაცდომების გამო, პროფესიული პასუხისმგებლობა წელს 61 ექიმს დაეკისრა
გადაცდომების გამო, პროფესიული პასუხისმგებლობა წელს 61 ექიმს დაეკისრა

პროფესიული პასუხისმგებლობა, 2018 წლის პირველი ოთხი თვის განმავლობაში,  61 ექიმს დაეკისრა. გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი, 51 ექიმს. ინფორმაცია ამის შესახებ პირველ არხს სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტომ მიაწოდა.

უწყების მონაცემების თანახმად, მიმდინარე წლის პირველი მაისის მონაცემებით, წერილობითი გაფრთხილება 55 ექიმს მიეცა, ექვს ექიმს კი – სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედება შეუჩერდა. წინა წლის იგივე პერიოდში, წერილობით 24 ექიმი გააფრთხილეს, სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედება კი, 27 მედიკოსს შეუჩერდა.

ექიმებისთვის სანქციის დაკისრების შესახებ გადაწყვეტილებას სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოსთან არსებული პროფესიული განვითარების საბჭო იღებს.