მიხეილ გაჩეჩილაძე რუსეთის ჩემპიონატის საუკეთესო მორაგბედ დაასახელეს. „ენისეის“ ქართველ მორაგბესთან ერთად აღნიშნული ტიტულისთვის ასევე „ენისეის“ მორაგბე ალექსეი შჩერბანი, „კრასნი იარის“ ტონგელი ლეგიონერი სუნია ლატუ და „სლავას“ წევრი ანდრეი იგრეცოვი იბრძოდნენ. მიხეილ გაჩეჩილაძის „ენისეი“ ზედიზედ ოთხი წელია ქვეყნის ჩემპიონის ტიტულს არავის უთმობს. ამ ეტაპზე გუნდი „ჩელენჯ ქაფზე“ თამაშობს.
რუსეთის რაგბის ფედერაციამ ასევე დაასახელა წლის სიმბოლური ნაკრები, სადაც 15 საუკეთესო მოთამაშეს შორის სამი ქართველი – მიხეილ გაჩეჩილაძე( „ენისეი“), გიორგი ფრუიძე („კრასნი იარ“) და მიხეილ რატიაშვილი(„ მეტალურგი“) მოხვდნენ.