გაბრიელიუს ლანდსბერგისი - ვხედავთ და ვაფასებთ ირაკლი ღარიბაშვილის უმნიშვნელოვანეს პირად როლს, რომელმაც სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ნდობის აღდგენაში შეიტანა წვლილი
ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრო მინისტრ გაბრიელიუს ლანდსბერგისის განცხადებას ავრცელებს, სადაც ლანდსბერგისი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის შეთანხმების მიღწევაში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის პერსონალურ როლზე საუბრობს.
„ვხედავთ და ვაფასებთ საქართველოს პრემიერ მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის უმნიშვნელოვანეს პირად როლს, რომელმაც წვლილი შეიტანა ნდობის აღდგენაში სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ძალისხმევას ამ მიმართულებით“,- ნათქვამია გაბრიელიუს ლანდსბერგისის განცხადებაში.