გაბრიელიუს ლანდსბერგისი - სააკაშვილის გაშვება საზღვარგარეთ მკურნალობის მიზნით, საუკეთესო გამოსავალი იქნებოდა მისთვის, მისი ოჯახისთვის და ქვეყნის ევროპული მომავლის ინტერესისთვის
გაბრიელიუს ლანდსბერგისი - სააკაშვილის გაშვება საზღვარგარეთ მკურნალობის მიზნით, საუკეთესო გამოსავალი იქნებოდა მისთვის, მისი ოჯახისთვის და ქვეყნის ევროპული მომავლის ინტერესისთვის

მიხეილ სააკაშვილის გაშვება საზღვარგარეთ მკურნალობის მიზნით, საუკეთესო გამოსავალი იქნებოდა მისთვის, მისი ოჯახისთვის და ქვეყნის ევროპული მომავლის ინტერესისთვის, – ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გაბრიელიუს ლანდსბერგისმა სოციალურ ქსელ „ტვიტერის“ გვერდზე დაწერა.

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლომ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების ან გათავისუფლების თაობაზე ადვოკატების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. 

შუამდგომლობასთან დაკავშირებით პროცესები დაახლოებით ორი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა.