გაბრიელიუს ლანდსბერგისი - მნიშვნელოვანია, ყველა პარტიამ და პარლამენტის  წევრმა გამოხატონ სურვილი, შეუერთდნენ შეთანხმების განხორციელების ძალისხმევას
გაბრიელიუს ლანდსბერგისი - მნიშვნელოვანია, ყველა პარტიამ და პარლამენტის წევრმა გამოხატონ სურვილი, შეუერთდნენ შეთანხმების განხორციელების ძალისხმევას

ძალიან მნიშვნელოვანია, სრულად მოგვარდეს და გადაიჭრას არსებული შიდა პოლიტიკური სიტუაცია და ქვეყანას გააჩნდეს მოქმედი და ფუნციონირებადი პარლამენტი, სადაც წარმოდგენილი იქნება საქართველოს მოქალაქეების სრული მანდატი, – ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გაბრიელიუს ლანდსბერგისმა განაცხადა.

„ევროკავშირმა საქართველოს დახმარების ხელი გამოუწოდა უპრეცედენტო, როგორც ფინანსური, ასევე პოლიტიკური კუთხით და მხარი დაუჭირა საქართველოს. პოლიტიკური შეთანხმება შარლ მიშელის შუამდგომლობით შედგა და ჩვენ ვაქებთ ყველა პოლიტიკურ პარტიას, რომელმაც ხელი მოაწერა ამ შეთანხმებას. შეთანხმება არ გახლავთ დასასრული, შეთანხმების ხელმოწერა ძალიან მნიშვნელოვანი პირველი წინ გადადგმული ნაბიჯი გახლავთ, მაგრამ სხვა ნაბიჯები, რომლებიც უკავშირდება ისეთ საკითხებს, რომლებიც უკავშირდება პოლიტიზებული მართლმსაჯულების მოგვარებას, ამბიციური საარჩევნო და საარჩევნო რეფორმებს, აგრეთვე ძალთა გადანაწილებას პარლამენტში, ეს ის საკითხებია, რომლებიც უნდა მოგვარდეს. 19 აპრილის შეთანხმება უნდა იყოს განხორციელებული ყოველგვარი გადახვევის გარეშე. მოვუწოდებ ბატონ მელიას, რომ გაითვალისწინოს ის გარანტიები, რომელიც არის შეთავაზებული ევროპის პოლიტიკური კოლეგებისგან და პარტნიორებისგან. აგრეთვე მნიშვნელოვანია, ყველა პოლიტიკურმა პარტიამ და არჩეულმა პარლამენტის წევრებმა გამოხატონ სურვილი, შეუერთდნენ იმ ძალისხმევას, რომელიც უკავშირდება შეთანხმების დაუყოვნებლივ განხორციელებას“, – განაცხადა გაბრიელიუს ლანდსბერგისმა.