გაბრიელიუს ლანდსბერგისი - ბელარუსში „ვაგნერის“ მებრძოლების ყოფნა ქმნის უსაფრთხოების რისკებს, რისთვისაც ლიეტუვა მზად უნდა იყოს
გაბრიელიუს ლანდსბერგისი - ბელარუსში „ვაგნერის“ მებრძოლების ყოფნა ქმნის უსაფრთხოების რისკებს, რისთვისაც ლიეტუვა მზად უნდა იყოს

ბელარუსში „ვაგნერის“ მებრძოლების ყოფნა ქმნის უსაფრთხოების რისკებს, რისთვისაც ლიეტუვა მზად უნდა იყოს, – ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გაბრიელიუს ლანდსბერგისმა განაცხადა.

ლიეტუვის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, „ვაგნერის“ გადაადგილება აჩვენებს, რომ მოვლენები მოულოდნელად იცვლება.

გაბრიელიუს ლანდსბერგისი ასევე სვამს კითხვას, რამდენად შეუძლიათ რუსეთს და ბელარუსს „ვაგნერის“ დაქირავებულების გაკონტროლება.

„ეს ორი არასტაბილური სახელმწიფოა და ძნელი სათქმელია, რამდენად აკონტროლებენ ამ კერძო ჯარებს და რისი გაკეთება შეუძლიათ მათ. პირველი გზავნილი ძალიან მკაფიოდ უნდა ჩამოვაყალიბოთ: ეს არის დაუცველობის ფაქტორი; და მეორე – ამისთვის მზად უნდა ვიყოთ. ბელარუსში „ვაგნერის“ დაქირავებული ჯარისკაცების განლაგების გამო შიში კი არ არის საჭირო, არამედ შესაძლო საფრთხეებისთვის მომზადება და სამხედრო შესაძლებლობების გაძლიერება“, – განაცხადა ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა.