გაბრიელიუს ლანდსბერგისი – ბალტიის სამი სახელმწიფო შეთანხმდა, დააწესოს ეროვნული სანქციები მათ წინააღმდეგ, ვინც საქართველოში ლეგიტიმურ პროტესტს ახშობდა

03:18, 02.12.2024

ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრის, გაბრიელიუს ლანდსბერგისის განცხადებით, ბალტიის სამი სახელმწიფო შეთანხმდა, „ეროვნული სანქციები დაუწესოს საქართველოში ლეგიტიმური პროტესტის ჩახშობის მონაწილეებს“.

ამის შესახებ ლანდსბერგისი სოციალურ ქსელ X-ში წერს.

„ბალტიის სამი სახელმწიფო შეთანხმდა, დააწესოს ეროვნული სანქციები მათ წინააღმდეგ, ვინც საქართველოში ლეგიტიმურ პროტესტს ახშობდა. ჩვენ არ მივესალმებით ჩვენს ქვეყნებში დემოკრატიის ოპონენტებსა და ადამიანის უფლებების დამრღვევ პირებს“, – წერს ლანდსბერგისი.

აღნიშნულ განცხადებას სოციალურ ქსელ X-ში ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მარგუს ცაჰკნაც ავრცელებს.

მსგავსი