გაბრიელიუს ლანდსბერგისი აცხადებს, რომ ევროპა რუსეთთან საბრძოლველად ამერიკის მხარდაჭერის გარეშე უნდა მოემზადოს
ლიეტუვის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი გაბრიელიუს ლანდსბერგისი აცხადებს, რომ ევროპა რუსეთთან საბრძოლველად ამერიკის მხარდაჭერის გარეშე უნდა მოემზადოს.
ლანდსბერგისის აზრით, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ევროპა დამარცხდა.
„ვფიქრობ, სიტყვა „დავმარცხდით“ ნიშნავს რაღაც საბოლოოს და ეს ახლა ასე არ არის. თქვენ იცით, რომ მომავალ კვირას აშშ-ის პრეზიდენტის „ტვიტერზე“ შეიძლება ვნახოთ რაღაც, რაც ძირეულად ეწინააღმდეგება მის ამჟამინდელ განცხადებებს. ეს სავსებით შესაძლებელია“, – განაცხადა გაბრიელიუს ლანდსბერგისმა.
ლიეტუვის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი მიიჩნევს, რომ ტრამპის პოლიტიკას არ აქვს მკაფიო მიზნები.
„ტრამპის ყველაზე დიდი პრობლემა ის არის, რომ პუტინმა უკვე დაიჭირა და ხაფანგში ჩააგდო. ტრამპი ხაფანგში მოხვდა სწრაფი სამშვიდობო შეთანხმების მიღწევის სურვილის გამო, რაზეც პუტინმა უპასუხა: შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ თქვენ მიიღებთ სწრაფ შეთანხმებას, თუ სხვა რაღაცებს მნიშვნელობა არ ექნება“, – განაცხადა ლანდსბერგისმა.
გაბრიელიუს ლანდსბერგისი ფიქრობს, რომ დონალდ ტრამპი, შესაძლოა, დათანხმდეს სამყაროს „სამ იმპერიას“ შორის გაყოფას, მაგრამ ამით ყველაზე მეტად ჩინეთი ისარგებლებს.