გაბრიელიუს ლანდსბერგისი აცხადებს, რომ აშშ-ის ლიდერობის გარეშე უკრაინა ომს ვერ მოიგებს
გაბრიელიუს ლანდსბერგისი აცხადებს, რომ აშშ-ის ლიდერობის გარეშე უკრაინა ომს ვერ მოიგებს

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი გაბრიელიუს ლანდსბერგისი აცხადებს, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ლიდერობის გარეშე უკრაინა ომს ვერ მოიგებს. ამის შესახებ ლანდსბერგისმა აშშ-ში ვიზიტის დროს ლატვიელ კოლეგასთან და აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან, ენტონი ბლინკენთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.

„უკრაინის გამარჯვების გეგმების შემუშავების ნაცვლად, თუ ჩვენთვის გავაგრძელებთ წითელი ხაზების გავლებას, რუსეთი და სხვა ავტორიტარული ქვეყნები გააგრძელებენ აგრესიას. აშშ-ის ხელმძღვანელობის გარეშე უკრაინა ვერ შეძლებს ამ ომის მოგებას“, – განაცხადა ლანდსბერგისმა შეხვედრის შემდეგ.

მან ასევე მადლობა გადაუხადა შეერთებულ შტატებს ბალტიის რეგიონში სამხედრო ყოფნისთვის და აღნიშნა, რომ „ევროპის უსაფრთხოების ძირითადი ფაქტორი ტრანსატლანტიკური კავშირია“.