გაბრიელიუს ლანდსბერგისი - 2008 წელს საქართველოში ომი შეწყდა, სადაც არ იყო გამარჯვება, თუმცა დადგა გარკვეული მშვიდობა, შეთანხმება, ამით ჩვენ დავიწყეთ ყირიმზე თავდასხმის ეტაპი
გაბრიელიუს ლანდსბერგისი - 2008 წელს საქართველოში ომი შეწყდა, სადაც არ იყო გამარჯვება, თუმცა დადგა გარკვეული მშვიდობა, შეთანხმება, ამით ჩვენ დავიწყეთ ყირიმზე თავდასხმის ეტაპი

2008 წელს საქართველოში ომი შეწყდა, სადაც არ იყო გამარჯვება, თუმცა დადგა გარკვეული მშვიდობა, შეთანხმება, ამით ჩვენ დავიწყეთ ყირიმზე თავდასხმის ეტაპი, – ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გაბრიელიუს ლანდსბერგისმა საგარეო საქმეთა მინისტერიალის დაწყებამდე განაცხადა.

მისი თქმით, ყირიმის შემდეგ დაიწყო 2022 წლის ეტაპი და იმედოვნებს, რომ ეს ბოლო ფაზაა. ლანდსბერგისის განცხადებით, იმედი აქვს, რომ რუსეთი წააგებს, უკრაინა დაიბრუნებს ტერიტორიებს და კონტინტენტი კვლავ დაცული იქნება.

„ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც ვამბობთ, რომ უკრაინამ ომში უნდა გაიმარჯვოს. ის თუ არ გაიმარჯვებს და ომი აქ ვერ შეჩერდება, მაშინ ჩვენ ახალი ეტაპის დასაწყისში ვართ. ეტაპის, როდესაც მომდევნო ომი დაიწყება. ჩვენ დავიწყეთ ახალი ეტაპი 2008-ში, როდესაც საქართველოში ომი შეწყდა, სადაც არ იყო გამარჯვება, თუმცა დადგა გარკვეული მშვიდობა, შეთანხმება. ამით ჩვენ დავიწყეთ ყირიმზე თავდასხმის ეტაპი. ყირიმის შემდეგ დაიწყო 2022 წლის ეტაპი. ახლა ვიმედოვნებ, რომ ეს ბოლო ფაზაა, რუსეთი წააგებს, ჩვენ დავიბრუნებთ უკრაინის ტერიტორიებს და კონტინენტი კვლავ იქნება უსაფრთხოდ და დაცული“, – განაცხადა გაბრიელიუს ლანდსბერგისმა.