გაბრიელიუს ლანდაბერგისი - საქართველოსთან, მოლდოვასთან, უკრაინასთან პოლიტიკური და ეკონომიკური ინტეგრაცია ევროკავშირის ინტერესებშიცაა
გაბრიელიუს ლანდაბერგისი - საქართველოსთან, მოლდოვასთან, უკრაინასთან პოლიტიკური და ეკონომიკური ინტეგრაცია ევროკავშირის ინტერესებშიცაა

ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორებს მკაფიო პერაპექტივა სჭირდებათ, – როგორც ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრო სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს, – ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს სხდომაზე ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გაბრიელიუს ლანდაბერგისმა განაცხადა.

„დღეს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების სხდომაზე, საგარეო საქმეთა მინისტრმა ლანდსბერგისმა განაცხადა: აღმოსავლეთ პარტნიორობის წარმატებისთვის, ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორებს სჭირდებათ მკაფიო პერსპექტივა. არ არის საჭირო მათი შეკავება, ვისაც აქვს სურვილი და მზადყოფნა, იაროს წინ უფრო სწარაფად.

საქართველოსთან, მოლდოვასთან და უკრაინასთან პოლიტიკური და ეკონომიკური ინტეგრაცია ევროკავშირის ინტერესებშიცაა“, – ნათქვამია ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშიю

დატოვე კომენტარი