გაბრიელ სიგუას პირველი საგოლე გადაცემა „ლოზანაში“ – შვეიცარიელებმა კონფერენსლიგა მოგებით დაიწყეს #1TVSPORT

13:14, 02.10.2025

გაბრიელ სიგუამ საგოლე გადაცემა შეასრულა „ლოზანაში“, რომელმაც კონფერენსლიგის ძირითადი ეტაპის პირველ ტურში ისლანდიურ „ბრეიდაბლიკს“ უმასპინძლა და 3:0 დაამარცხა.

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ნახევარმცველმა შვეიცარიული კლუბის ძირითად შემადგენლობაში ზედიზედ მეოთხედ ითამაშა, მოედანზე ბოლომდე იყო, საგოლე გადაცემა შეასრულა და მეორე საუკეთესო შეფასება – 8,2 ქულა მიიღო.

ლოზანამ“ შედეგს პირველივე ტაიმში მიაღწია. ისლანდიური გუნდის კარი ლეკუეირმა (7 წუთზე), ბეირიმ (11) და დიაკიტემ (33) აიღეს. ქართველის გუნდი მეორე ტურის შეხვედრას 23 ოქტომბერს გასვლაზე მალტაში „ჰამრუნთან“ გამართავს.

მსგავსი