გაბრიელ გარსია მარკესის ძმის შვილიშვილი რამდენიმეთვიანი ტყვეობიდან გათავისუფლდა
კოლუმბიის უსაფრთხოების ძალებმა ცნობილი მწერლის, გაბრიელ გარსია მარკესის ძმის შვილიშვილი, მელისა მარტინეს გარსია რამდენიმეთვიანი ტყვეობის შემდეგ გაათავისუფლეს.
ამის შესახებ კოლუმბიის პრეზიდენტმა, ივან დუკემ განაცხადა. მან კოლუმბიის შეიარაღებულ ძალებს უნაკლოდ შესრულებული სამუშაოსთვის და კოორდინაციისთვის მადლობა გადაუხადა.
ამასთან, კოლუმბიის პრეზიდენტს არ დაუკონკრეტებია, ვინ არის პასუხისმგებელი ცნობილი მწერლის ოჯახის წევრის გატაცებაზე. გავრცელებული ინფორმაციით, სპეცოპერაციისას 15 ადამიანი დააკავეს.
ცნობილი კოლუმბიელი მწერლისა და ნობელის პრემიის ლაურეატის ძმის შვილიშვილი 34 წლის მელისა მარტინეს გარსია 23 აგვისტოს შეიარაღებულმა პირებმა ქალაქ სანტა-მარტადან გაიტაცეს. გამტაცებლები მისი გათავისუფლების სანაცვლოდ ხუთ მილიონ დოლარს ითხოვდნენ.