„გაბალას“ ქართველ ფეხბურთელებს უკეთეს კლუბებში იწვევენ
„გაბალას“ ქართველ ფეხბურთელებს უკეთეს კლუბებში იწვევენ
მერაბ გიგაურისა და დავით ვოლკოვის გადაბირებით აზერბაიჯანის პრემიერლიგის რამდენიმე კლუბი დაინტერესდა – აზერბაიჯანის საფეხბურთო კლუბ „გაბალას“ ქართველ ლეგიონერებზე ინფორმაციას „აზერისპორტი“ ავრცელებს.
 
„ორი კლუბი დაინტერესებულია, რომ 26 წლის ქართველ ნახევარმცველთან კონტრაქტი ზამთრის სატრანსფერო „ფანჯრის“ პერიოდში გააფორმოს – ლაპარაკია „კეშლასა“ და „ზირაზე“. „გაბალასთან“ ქართველ ნახევარმცველს კონტრაქტი კიდევ ექვსი თვე აკავშირებს. აღსანიშნავია, რომ ეს ორი კლუბი ასევე „გაბალას“ კიდევ ერთი ქართველი ლეგიონერით, დავით ვოლკოვითაც დაინტერესდა“, – წერს აზერბაიჯანული გამოცემა.
ვოლკოვი აზერბაიჯანულ კლუბში 2019 წლის დასაწყისში „საბურთალოდან“ გადავიდა, ხოლო გიგაური 2019 წლის ზაფხულში – ქუთაისის „ტორპედოდან“.